საქართველოს მთავრობა

დღეს, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს კენჭს უყრის და ნდობას გამოუცხადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადონ, 12:00-ზე გაიხსნება.

მინისტრობის კანდიდატებს უკვე მოუსმინეს კომიტეტებში, ასევე, ფრაქციების და უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ახალი სახეა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე:

  • ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.
  • ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
  • იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე.
  • ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე.
  • შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგი მღებრიშვილი.
  • თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია.
  • სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი - კახი კახიშვილი.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - დავით სერგეენკო.
  • დევნილთა მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.
  • ინფრასტრუქტურის და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე.
  • ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე.
  • განათლების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
  • სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
  • კულტურის მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ გიორგაძე.

კომენტარები