საქართველოს მთავრობა

მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში დღესაც მოუსმენენ. მთავრობის მომავალი წევრები 12:00-ზე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას, 14:00-ზე - საპარლამენტო უმცირესობას, ხოლო 16:00-ზე - უმრავლესობას შეხვდებიან. 

ამასთან, პრეზიდენტმა გამოსცა რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება. სესია, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, ხვალ, 12:00-ზე გაიხსნება.

როგორც წინასწარაა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს საპარლამენტო ოპოზიცია არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა მომავალ კაბინეტში მხოლოდ სამი ახალი სახეა - ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე.

კომენტარები