ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინტერპოლთან არის ძალიან სერიოზული ურთიერთობები, შეხვედრებიც იგეგმება მათთან, ალბათ, ვის, ვის და ბატონ გიგას მშვენივრად მოეხსენება, ეს არ არის ის ფორუმი, სადაც შეიძლება, დეტალებზე ვისაუბროთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი კითხვაა, პროცესი დაძრულია და ამ შემთხვევაში, ჩვენ ინტერპოლის გაცილებით მეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ვიდრე ადეიშვილის შემთხვევაში, რომელიც ინტერპოლს მოეჩვენა, რომ თურმე, ზურა ადეიშვილი, ჰოი საოცრებავ და, პოლიტიკური ნიშნით შეიძლება, იყოს საქართველოში დევნილი.