თურქეთში, ადანის პროვინციაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
აფეთქება გუბერნატორის კანცელარიასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსადგომზე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რამაც დააზიანა გვერდით მდგომი მანქანები და გუბერნატორის კანცელარიის შენობა.
თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.





