ტერორიზმი

სახ.დეპარტამენტი: შობისა და ახალი წლის პერიოდში, ევროპაში ტერაქტებია მოსალოდნელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ განცხადება გაავრცელა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ალ-კაიდა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ევროპის ქვეყნებში შობისა და ახალი წლის პერიოდში ტერაქტებს გეგმავენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტებმა შესაძლოა ტერაქტების განსახორციელებლად უკვე გამოყენებულ ან ახალ ტაქტიკებს მიმართონ.

დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ტერაქტების მხრივ ყველაზე საშიში ევროპული ქვეყნები საფრანგეთი, ბელგია და თურქეთი იქნება.

კომენტარები