ტერორიზმი

ქაბულში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ქაბულში შიიტური საპროტესტო აქციის დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 80 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთის მოსახლეობის 15 % შიიტია.

კომენტარები