ამ საკითხს აქვს ჯოხი ორი მხრიდან. ერთი - რა გზა არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას შეექმნას შთაბეჭდილება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ებრძვის ნარკომანიას - ასეთი ტიპის ღონისძიებები, შეიძლება, იყოს პრევენციული ხასიათის და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. შეიძლება, პირდაპირი პარალელი არ არის, მაგრამ მე მაგალითად, მიმაჩნია - შეიძლება, ვინმემ ადამიანის უფლებების შელახვად მიიღოს, მაგრამ როდესაც საღამო ხანს 5-6 ახალგაზრდა ტრიალებს სადღაც უბანში და უკვე 10 საათია, 11 საათია და ხედავ, რომ ეს ახალგაზრდები არიან, მე რომ ვიყო უბნის ინსპექტორი, მივალ და ვეტყვი - მაჩვენეთ, ხომ არ გაქვთ ცივი იარაღი თუ ცხელი იარაღი? იმიტომ, რომ ასეთი ტრიალის და ასეთი ჩოჩქოლის შემდეგ, შესაძლოა, მოხდეს რაღაც გაურკვევლობა და ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც ამას მოჰყოლია ძალიან სავალალო შედეგი. შეიძლება, ამ ადამიანმა თქვას, რომ - "მე რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, არაფერი იარაღი არ მაქვსო", მაგრამ ეს არის გარკვეული პრევენცია და ამას ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო მიმართავს.
tbl.ge/205n
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი გუგული მაღრაძე ქუჩაში დაკავებებისა და ნარკოტესტირებების შესახებ.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




