არჩევნები 2016

თალაკვაძე: პოსტებზე ჩვენი გადანაწილება სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნების ახალი გუნდი პარტიის მიზნებთან და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან სრულ შესაბამისობაშია. 

"ეს გადანაწილება არის ძალიან ოპტიმალური და ის სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან, იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არსებული მძიმე სოციალური კეთილდღეობის ზრდა და ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გათანამედროვება და სხვა,"-საზოგადეობრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს თალაკვაძე.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს კი არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.

სხვა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება კი ასე გამოიყურება:

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია. პირველი მოადგილე -გელა სამხარაული; მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი.
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში. პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი; მოადგილე - გუგული მაღრაძე.
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა. პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი; მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი.
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია. პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე; მოადგილე - რევაზ არველაძე.
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე. პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი; მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი.
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა. პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე; მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი.
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი. პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია; მოადგილე - კობა კობალაძე.
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი. მოადგილე - დავით მათიკაშვილი.
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი. პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია; მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი.
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა. პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე; მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი. პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი; მოადგილე - შალვა კიკნაველიძე.
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე. პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე; მოადგილე - ირაკლი ბერაია.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე. მოადგილე - ლევან კობერიძე.

კომენტარები