მინიმუმ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თავდასხმების სერიას ერაყში. ISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა აფეთქებები ქალაქ ტიკრიტსა და სამარაში მოაწყვეს. BBC-ის ცნობით, თავდასხმები შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ განსახორციელბლად ტერორისტებმა დანაღმული სასწრაფო დახმარების ავტომობილები გამოიყენეს.
ქალაქ ტიკრიტში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, სამარაში კი ტერორისტების სამიზნე მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია და შიიტი მომლოცველები იყვნენ. აქ მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დამწვარია შიიტური მეჩეთის პარკინგზე მდგარი ავტომობილები.