დავით უსუფაშვილი

კობახიძე დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური პარტიის ყოფილ ლიდერ დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა პარტია დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, ღია და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს თანამშრომლობა შეიძლება, შედგეს სხვადასხვა ფორმატში", - თქვა კობახიძემ.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 29 ოქტომბერს დატოვა და მიზეზად პარტიის სხვა წევრებთან სამომავლო ხედვებზე შეხედულებათა შეუთავსებლობა დაასახელა. მის გარდა პარტია დატოვეს თინა ხიდაშელმა, ფრიდონ საყვარელიძემ, ნოდარ ებანოიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თენგიზ შერგელაშვილმა.

კომენტარები