დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ხალხის კეთილდღეობა არ იზრდება, რომ პარლამენტი ხელფასების ზრდას იმსახურებდეს

პარლამენტი და მთავრობა იმიტომ სჭირდება ხალხს, რომ ხალხის კეთილდღეობა იზრდებოდეს ყოველდღიურად და ხალხის კეთილდღეობის ზრდის კვალობაზე მთავრობის და პარლამენტის წევრთა ხელფასებიც უნდა იზრდებოდეს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ხალხის კეთილდღეობა იზრდება და ამიტომ მთავრობა თუ პარლამენტი ვიმსახურებთ იმას, რომ გაგვეზარდოს ხელფასები.

ამბობს ლელოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, 2025 წლიდან დეპუტატების ხელფასი 8-10 000 ლარამდე გაიზარდოს.

კომენტარები