საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევაზე პლენუმი დღეს იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

დღეს, 12:30-ზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის სხდომას გამართავს. 

სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხებს განიხილავენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე 20 ოქტომბერს აირჩიეს.

კომენტარები