საკონსტიტუციო ცვლილებები

კვირიკაშვილი: პარლამენტის გადმოტანა უახლოეს წლებში არ დადგება დღის წესრიგში

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში, არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს რამდენიმე წელიწადში. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა

პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე

კომენტარები