ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარიის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
ავარია კალიფორნიის შტატის ქალაქ პალმ-სპრინგსში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
დაღუპულთა შორის არის ავტობუსის მძღოლიც, სატვირთოს მძღოლი კი გადარჩა.
კალიფორნიის საგზაო პოლიციის უფროსის თქმით, დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.





