მისტრალი

რუსეთი ეგვიპტისგან მისტრალების შეძენას უარყოფს

AFP

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონ მაკარევიჩის განცხადება, რომ თითქოს ეგვიპტესა და რუსეთს შორის მისტრალების გაყიდვაზე მოლაპარაკებები შედგა სრულ ნონსენსს წარმოადგენს. მისტრალების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებების არსებობას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. 

ანტონ მაკარევიჩმა 21 ოქტომბერს, მისი თქმით, სანდო წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ეგვიპტემ რუსეთთან ვერტმფრენმზიდ მისტრალის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. 

საფრანგეთმა ორი მისტრალი (ერთეულის ღირებულება $1 მილიარდი) რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ააგო, თუმცა შემდგომში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო საფრანგეთმა კონტრაქტი დაბლოკა. საფრანგეთს რუსეთის სასარგებლოდ მისტრალებში წინასწარ გადახდილი თანხის ღირებულება $1 მილიარდის ოდენობით სრულად აანაზღაურა, რის შემდეგაც ხომალდები ეგვიპტემ შეიძინა.

კრემლის კონტროლირებადი სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით, ეგვიპტური მხარე მისტრალების რუსული წარმოების ვერტმფრენებით აღჭურვას გეგმავს. ვერტმფრენ Ka 52-ების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცნობია. 

კომენტარები