მისტრალი

შესაძლოა საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალი“ გადასცეს

AFP

მისტრალის ტიპის სამხედრო გემი საფრანგეთმა შესაძლოა რუსეთს მარტის თვეში გადასცეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო ინტერფაქსი სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ინფორმაციით, ნებართვა მისტრალის რუსეთისთვის გადაცემაზე საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისიდან გასცეს, მარტის პირველ ნახევარში კი ხომალდი გადასაცემად მზად იქნება.

საფრანგეთმა რუსეთთან კონტრაქტი ორი ვერტმფრენმზიდის მშენებლობაზე გააფორმა. პირველი მათგანი მოსკოვს გასული წლის ოქტომბერში უნდა მიეღო. თუმცა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამო პარიზმა გადაცემის პროცესი შეაჩერა.

დღეს, 12 თებერვალს, მინსკში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

კომენტარები