მისტრალი

მისტრალის ტიპის ხომალდის რუსეთისთვის გადაცემის ცერემონია ჩაიშალა

AFP

რუსულმა დელეგაციამ, რომელიც რუსეთისთვის აგებული მისტრალის ტიპის ხომალდის მისაღებად საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო, ვიზიტი გააუქმა. რუსული წყაროების ცნობით,  ცერემონია ხვალისთვის იყო დანიშნული და რუსულმა მხარემ საფრანგეთიდან წერილობითი მოწვევაც მიიღო. თუმცა, იმის გამო, რომ პარიზმა გემის გადაცემის განზრახვა არ დაადასტურა, დელეგაცია სენ ნაზერში აღარ გაემგზავრა. 

პარიზში აცხადებენ, რომ პირობები რუსეთის შეკვეთით დამზადებული პირველი გემის გადაცემისთვის ჯერჯერობით არ არსებობს და ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიდინარე სამშვიდობო პროცესზე იქნება დამოკიდებული. საფრანგეთში აგებულ ვეტრმფრენმზიდს სახელი ვლადივოსტოკი მიენიჭა და  რუსული ეკიპაჟით უკვე დაკომპლექტდა. 

კომენტარები