მისტრალი

ფაბიუსი: MISTRAL-ის რუსეთისთვის გადასაცემად პირობები არ არსებობს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

"პირობები რუსეთისთვის მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდის გადაცემისთვის ამჟამად არ არსებობს", - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლორან ფაბიუსის თქმით, მიზეზი უკრაინაში შექმნილი სიტუაციაა, სადაც რუსული ძალები პირდაპირ და ირიბად კვლავაც იმყოფებიან. 

რუსეთის შეკვეთით დამზადებული პირველი ვეტრმფრენმზიდი, სახელად ვლადივოსტოკი, რუსულ მხარეს 14 ნოემბერს უნდა გადასცემოდა. რუსეთის წარმომადგენელი NATO-ში საფრანგეთს კონტრაქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო პროცესით დაემუქრა. გარიგების მოცულობა მილიარდ 200 მილიონი ევროა, საიდანაც 700 მილიონი რუსეთს უკვე გადახდილი აქვს. 

კომენტარები