მისტრალი

რუსეთი და საფრანგეთი მისტრალის პირგასამტეხლოს თანხაზე ვერ თანხმდებიან

AFP

საფრანგეთმა რუსეთს მისტრალის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე საკუთარი წინადადებები წარუდგინა. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი წერს. საფრანგეთი მზადაა, რუსეთს 785 მილიონი ევროს ოდენობის პირგასამტეხლო გადაუხადოს, თუმცა რუსეთი საკუთარ ზარალს მილიარდ 160 მილიონ ევროდ აფასებს. რუსეთი ასევე ჯერჯერობით უარს ამბობს, საფრანგეთს გემების რეექსპორტის ნება დართოს. მათი შეძენით სავარაუდოდ ჩინეთია დაინტერესებული.

ორი მისტრალის კლასის ვერტმფრენმზიდი საფრანგეთმა რუსეთის შეკვეთით ააგო. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მათ გადაცემაზე მოსკოვს უარი უთხრა. 

კომენტარები