მისტრალი

როგოზინი: ან ფული უნდა დაგვიბრუნონ, ან მისტრალი გადმოგვცენ

საფრანგეთმა მისტრალის ტიპის ხომალდი ან რუსეთს უნდა გადასცეს, ან მასში გადახდილი თანხა დააბრუნოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს მსგავსი ხომალდების მშენებლობა საფრანგეთის გარეშეც შეუძლია. პარიზმა განაცხადა, რომ უკვე აშენებულ მისტალის ტიპის პირველ გემს რუსეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. სულ კონტრაქტით ორი გემის მშენებლობაა გათვალისწინებული.

როგოზინმა ასევე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის რუსეთი საკუთარ ბირთვულ შეიარაღებას 100 პროცენტით განაახლებს.

"მისტრალში ფული გვაქვს გადახდილი, ამიტომ ან ფული უნდა დაგვიბრუნონ, ან გემი გადმოგვცენ. მისტრალი დიდი სადესანტო ხომალდია. ჩემი აზრი ისაა, რომ ეს კონტრაქტი ჩვენთვის არ იყო აუცილებელი. რადგან ახლა ასეთი გემების აწყობის შესაძლებლობა უკვე გვაქვს. ამ გემის მესამედი ჩვენთან არის აწყობილი. თუ უნდათ, რომ დაიტოვონ, მაშინ ჩვენ უკანა ნაწილს მოვხსნით და სხვაგან გამოვიყენებთ", - თქვა როგოზინმა.

კომენტარები