ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმიანობაში, სასამართლოს პრეროგატივაა თავმჯდომარის არჩევა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან. ეს არის ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვა. ზოგადად არასწორია ასეთი შეფასებების გაკეთება, მაშინ დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვისი არჩევის შემთხვევაში წავიდოდა სხვანაირად პროცესები, ეს არის საფუძველს მოკლებული განცხადებები. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვის როგორ აირჩევს სასამართლო, ეს არის მისი პრეროგატივა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ამ ორგანოსთან და ვითანამშრომლებთ ახალ თავმჯდომარესთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
tbl.ge/1ymt
დაკოპირდა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორთან ჩართვაში, კითხვაზე, რომ კონსტიტუციონალისტების აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევა გააძლიერებს სასამართლოზე ხელისუფლების გავლენას.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




