საარჩევნო სისტემა

ჟორჟოლიანი: თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კენჭისყრა იქნება, მხარს დავუჭერ

დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ახლად დემოკრატიზებული ქვეყნები, აქ ჩაისახა არჩევნები და დემოკრატია. იქ არის სრულად მაჟორიტარული არჩევნები. არის შესაძლებლობა, რომ 100% აიღოს პარტიამ, რომელიც მიიღებს არა 100%-ს, არამედ 50%-საც. ბევრი ვარიანტია... რაც შეეხება დაპირებას 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, ახლა შეიქმნება უმრავლესობა, რომელშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ამაზე ხელი არ აქვთ მოწერილი. თუ ასეთი საკითხი დადგება კენჭისყრაზე, ამ საკითხს მე მხარს დავუჭერ. ეს შემიძლია, გითხრათ.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი, გია ჟორჟოლიანი საარჩევნო სისტემაზე.

კომენტარები