ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

Police.ge

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის, სამი წარსულში ნასამართლევია. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 0,568249 გრ ჰეროინი ამოიღო. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყიდული 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით).

კომენტარები