ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: დაკავებულია ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე

Police.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.

"ვ. ა.-ს ბრალი ედება რუმინეთის საბაჟო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას გულისხმობს" - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

კომენტარები