პარტია თავისუფალი დემოკრატები კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დატოვა. მისი თქმით, მან დაასრულა პარტიული ცხოვრება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, თავისუფალი დემოკრატებისა და თავად მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
დღეს პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა.
10 ოქტომბერს პარტია დატოვეს თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ და გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც.