თავისუფალი დემოკრატები

ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

ტაბულა

ლევან სამუშიამ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

სამუშიას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ დატოვა პარტია და როგორც იგი წერს, ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია თავისუფალი დემოკრატები. წარმატებას ვუსურვებ თავისუფალ დემოკრატებს!

სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ". – წერს სამუშია Facebook-ზე.

ლევან სამუშია თავისუფალ დემოკრატებს 2016 წელს შეუერთდა და იმავე წლის არჩევნებში დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატობისთვის იბრძოდა.

კომენტარები