ტერორიზმი

ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

თავდასხმა საჰას აკლდამასთან განხორციელდა, როდესაც შიიტები რელიგიური გლოვის დღის, აშურასთვის ემზადებოდნენ. თავდაპირველად, პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა თავდამსხმელებმა შიიტებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები