თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შარვაშიძე: თსუ-ში არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია

გავცემ პასუხს აუდიტორია 115-ის წევრს თორნიკე შევარდნაძეს. არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია. გვქონდა ინფორმაცია, რომ ძალა უნდა გამოეყენებინათ, გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე, დაისჯება მკაცრად. დავიცავთ კანონს. მოვუწოდებ ყველას, არ არის საჭირო აჟიტირება. დიალოგი თუ გვინდა, დიალოგს გავმართავთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისათვის.

თსუ-ის რექტორი გია შარვაშიძე აუდიტორია 115-ის წევრების ბრალდებაზე, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ცნობისთვის, სტუდენტების ნაწილმა თსუ-ში სწავლის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი ჩაშალა. აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და მინისტრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები