თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შარვაშიძე: ყველას მოსაწონი არ იქნება რექტორი. მინდა, თსუ-ს დაუბრუნდეს ძველი დიდება

არის გარკვეული ჯგუფები, ვისაც მოსწონს ახალი რექტორი, არის ჯგუფები - ვისაც არ მოსწონს, ყველას მოსაწონი, რა თქმა უნდა, არ იქნება რექტორი. ერთი რამ ცხადია, უნდა იყოს დიალოგი ყველა სტუდენტურ ჯგუფთან, დაჯგუფებასთან, კლუბთან, გაერთიანებასთან და ინდივიდუალურ სტუდენტებთან. ამიტომ, მე ვაპირებ, ძალიან სერიოზულად გადავხედოთ უნივერსიტეტში არსებულ პოლიტიკას, რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, მის მოწესრიგებას, მოწყობას, ხარისხიან განათლებას. ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე მინდა, ჩვენს უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ძველი დიდება. ახალი ამოცანებია ძალიან მაღალი რანგის და მგონია, რომ თსუს შესწევს იმის უნარი, ძალა, ტრადიცია და ცოდნა, აქვს ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, რომ გახდეს რეალურად წარმართველი ძალა როგორც კვლევაში, ისე განათლებაში, არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, მის გარეთაც.

თსუ-ს ახალი რექტორი გია შარვაშიძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები