სულხან მოლაშვილის საქმე

ბოკერია მოლაშვილის წამებაზე: გამორჩეულად ბინძური სიცრუეა, რომელიც გამიგია

ბევრნაირი ბრალდება მომისმენია მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო და უსაფუძვლო ბრალდება იყო. არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა ამაზე. არასოდეს, არც მოლაშვილთან და არც ნებისმიერ სხვა პატიმართან არ მქონია არანაირი შეხებაც კი საუბრის სახით მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. წამებაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. არ ვიცი, რატომ და როგორ მოხდა ამ ბინძური ტყუილის მოფიქრება, ვის მიერ და რანაირად მოხდა. არც ვიცი, როგორ უნდა გამოვიძიო ამ ტყუილის ანატომია. ეს გამორჩეულად ბინძური სიცრუეა, რომელიც საკუთარ თავზე გამიგია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი fb live-ში ბრალდებაზე, თითქოს მან სულხან მოლაშვილი აწამა.

კომენტარები