საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს ახალი მოსამართლე: აუცილებლად ყველა საქმეს დავესწრები, ჩემო ბატონო

აუცილებლად ყველა საქმეს დავესწრები, ჩემო ბატონო. გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებად დაყოფა არ არის მთლად მისაღები. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ძალიან ბევრი ისეთი სარჩელი, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭიროებს დროულ გადაწყვეტას... მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საკონსტიტუციო სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. ის უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბერს შეუდგება.

კომენტარები