ტერორიზმი

მინესოტის შტატში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

AP

აშშ-ს შტატ მინესოტაში, ქალაქ სენტ-კლაუდის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. თავდამსხმელმა რვა ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მისი ლიკვიდირება ადგილზე შეძლო.

ISIS-ის კუთვნილმა პროპაგანდულმა მედიასაშუალებამ Amaq-მა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი მათი დაჯგუფების მებრძოლი იყო.

თავდამსხმელს კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეცვა. თვითმხილველების თქმით, ის სავაჭრო ცენტში შაბათ საღამოს შევიდა, ალაჰი ახსენა და თავდასხმამდე ერთერთ ადამიანს კითხა, იყო თუ არა ის მუსლიმი.

კომენტარები