გარემოს დაცვა

პრემიერი: ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა

ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ-ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული პროგრამის საფასურს. მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა. მისი თქმით, პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.

კომენტარები