გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა: ბოლნისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვავლინეთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს ჯამში 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული. 

მათივე ცნობით, მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომანქანები დაილუქა და საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

კომენტარები