გარემოს დაცვა

ივნისში გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 475 შემთხვევა გამოვლინდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 475 ფაქტი გამოავლინეს. 

"ყველაზე მეტი, 215 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 99 - ქუთაისში, 91 - ბათუმში, 70 კი - რუსთავში.   

475 სამართალდარღვევიდან 415 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 60 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 270 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 185 - მიკროავტობუსის, 19 სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი" - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.  

სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის 6 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2415 ფაქტი გამოავლინეს. 

კომენტარები