შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: კვირიკაშვილი ერთადერთია, ვისაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება

ბოლო 25-30 წელიწადი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ სახელმწიფოს მართვა ისწავლო და თანაც შეფასებაც კარგად იცოდე. ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში და ჩემი სურვილი და აზრი იმისა, რომ ყველა რეგიონში ჩავიდე, სწორედ ეს გახლავთ, რომ ვისაც ჩემი ჯერა, მას დავეხმარო ანალიზში. ანალიზშივე გამოიკვეთება, რატომ უნდა შევიდეს [ქართული ოცნებიდან 100 დეპუტატი საქართველოს პარლამენტში]. ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება და ერთადერთი კაცი გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები