შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" არის მთავარი ნაციონალური მოძრაობა

ქართულ ოცნებას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. გასაოცრად ჩემდა, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა - ეს ახალი რაც შექმნეს ახალგაზრდული, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ესე შემდგომ და იქვე შევიდა ბურჭულაძე. და მეორე, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ეს [სახელმწიფო ხალხისთვის] გახლავთ, სადაც ძირითადი ძალები, ნაღები ძალები გააერთიანა სააკაშვილმა - მისი ფავორიტი ვაშაძე, ის ახალგაზრდები, რაზეც აქცენტს აკეთებდა, ბურჭულაძე და მისი განცხადებებიც გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის... მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ალაგებდნენ მას და ულაგებდნენ მთელ სტრუქტურას, ჩემო ბატონო, და დღესაც ნახეთ, გაერთიანება როგორი მოხდა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები