ტერორიზმი

მერკელი: ისლამური ტერორიზმი გერმანიაში ლტოლვილებს არ შემოუტანიათ

FABRIZIO BENSCH / REUTERS

"ისლამური ტერორიზმის, ისლამური სახელმწიფოს ფენომენი, არ არის ის ფენომენი, რომელიც ჩვენთან ლტოლვილებთან ერთად შემოვიდა" - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მერკელის თქმით, ბევრი ახალგაზრდა ისლამისტებთან ერთად წვრთნების გასავლელად გერმანიიდან სირიაში წავიდა. მისი ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ ივნისში, დაახლოებით 800 ასეთი პირის სირიასა და ერაყში გამგზავრების შესახებ ფლობდა ინფორმაციას.

გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი მილიონზე მეტმა სიღარიბეს, თუ ომს გამოქცეულმა ადამიანმა მიიღო. მათ მიმართ მოსახლეობის განწყობა ბოლო თვეებში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა მნიშვნელოვნად გააუარესა.

კომენტარები