ცენტრისტები

კაპანაძე: მივმართავთ საკონსტიტუციოს, რომ "ცენტრისტები" ცნოს არაკონსტიტუციურად

ასეთი პარტიის [ცენტრისტები] არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის რეკლამის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული ნაბიჯი, ეს ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცელებას, აზიანებს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ, ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ფაქტზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, არის მისასალმებელი. ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც შეიცავდა მათი პოლიტიკური რეკლამა, არის ანტიკონსტიტუციური. ჩვენ უახლოეს მომავალში, შეიძლება, დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, 30 დეპუტატის მეშვეობით, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე პრორუსული პარტიის "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე/.

კომენტარები