ცენტრისტები

ჩუგოშვილი: კბილაშვილმა შეცდომა დაუშვა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ის გადაწყვეტილება, რაც მაშინ მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა მიიღო, იყო შეცდომა. არ უნდა ყოფილიყო ბედუკაძეზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ამას ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ეთერში გადასცა ვიდეორგოლი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ამ ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა უყურებდეს იმას, რაც ამ ვიდეორგოლში არის დაფიქსირებული.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი თამარ ჩუგოშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პარტია "ცენტრისტების" შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები