ცენტრისტები

დოლიძე: ორჯონიკიძეების საქმის გაგრძელება უნდა ავღვკვეთოთ

ტაბულა

პრორუსული პარტია "ცენტრისტების" წინასაარჩევნო კამპანიას თავისუფალი დემოკრატები მოღალატეორბივსა და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის თქმით, ქვეყანაში "ორჯონიკიძეების საქმის გაგრძელება უნდა აღიკვეთოს."

"ყოვლად წარმოუდგენელია რაც დღეს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხდება. ეს არის არა მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც გააკეთეს ე.წ. ცენტრისტებმა, არამედ ეს არის უბრალოდ მოღალატეობრივი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. იმ ფონზე, რასაც რუსეთი ოკუპაციის პირობებში საქართველოში ახორციელებს არის წარმოუდგენლი. უნდა ავღვკვეთოთ ორჯონიკიძეების საქმის გაგრძელება საქართველოში", - ამბობს დოლიძე.

პარტია ცენტრისტების კამპანიის შესახებ დღესვე განცხადება პრემიერმაც გააკეთა, მისი თქმით, მთავრობა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ქვეყანაში არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა.

თავისმხრივ მკვეთრად პრორუსული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე მის კრიტიკოსებს სახელმწიფოს მოღალატეებს უწოდებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ ორი ადამიანის აზრის გაზიარებას გეგმავს, ესენი ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქი ილია მეორე არიან.

კომენტარები