საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერი საკონსტიტუციოზე: ეჭვის საბაბი ყველას აქვს, ენმ-ს მეთოდები ცნობილია

ამ [ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის] განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ძალიან სამწუხარო ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი. მინდა ვთქვა. რომ მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერმინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც წყდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და ე.წ საკონსტიტუციო რევოლუციის შესახებ უმრავლესობის წევრების განცხადებებზე.

კომენტარები