სამარცხვინოა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა ვერ იკრიბება, როდესაც ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. უმთავრესია, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ მოქალაქეები ხელფასს სწორედ იმაში გვიხდიან, რომ პარლამენტის სხდომას დავესწროთ, მოსამართლეებს კი იმისათვის, რომ ეცალოთ საქმის განსახილველად. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულების მიმართ აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ჯანსაღად არ ვითარდება პროცესები. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეკრება ნამდვილად შედგება და საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს საქმის განხილვას.
საკონსტიტუციო სასამართლო
კორძაია: საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ხელფასს იმაში უხდიან, რომ საქმე განიხილონ
tbl.ge/1tsi
დაკოპირდა

ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




