თავდაცვა

ხოშტარია: საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ 4 წლის მანძილზე სრულიად მოიშალა

საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში არის სრულიად მოშლილი, როდესაც ადამიანები, ვინც მართლაც ძალიან ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ სისტემას, არიან დევნილები ან გამოგდებულები, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო, საშიში კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან, აქ მუშაობენ... გუშინ გამოვლინდა კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე. სამწუხაროა ის, რომ ეს არის მხოლოდ ფაქტი, რომელიც გახმოვანდა, გამჟღავნდა, მაგრამ თუ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მუშაობს ასე, ამ პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება, არც ვიცოდეთ ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ძალიან სერიოზულად აზიანებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას.

ენმ-ის საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია გენერალ გიგი კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები