საქართველოს მთავრობა

ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს - მათი განცხადებები უკვე დააკმაყოფილა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ორივე მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდანაა, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი იყო რესპუბლიკელი - გიგლა აგულაშვილი თუმცა გარემოს დაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ დატოვა რესპუბლიკური პარტია და ქართულ ოცნებას შეუერთდა. უცნობია თუ ვის დაასახელებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამ თანამდებობებზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვაკანტურ ადგილებს საკუთარი რესურსით შეავსებენ. 

 

 

 

კომენტარები