სროლა მიუნხენში

მიუნხენში სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, არის მსხვერპლი

twitter / Timm Kraeft

გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. 

Sueddeutsche Zeitung პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ არის მსხვერპლი. არიან დაშავებულებიც.

სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურსბურგთან ახლოს 17 წლის მიგრანტმა მატარებელში ნაჯახით მგზავრები დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები