სროლა მიუნხენში

მიუნხენის თავდამსხმელი მასობრივი მკვლელობების თემით იყო გატაცებული

Getty


გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ქონდა და გატაცებული იყო მასობრივი მკვლელობების თემით.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს „აშაკარა კავშირი" ქონდა ანდრეს ბრეივიკის მასობრივ მკვლელობასთან. ბრეივიკმა ნორვეგიაში 77 ადამიანი 2011 წელს, სწორედ 22 ივლისს მოკლა. პოლიცია სხვა ანალოგიებზეც მიუთითებს, მათ შორის, მსხვერლის ახალგაზრდა ასაკზე.

გამომძიებლებმა მის სახლში რაიმე წერილი ან რელიგიასთან დაკავშირებული ნივთები ვერ აღმოაჩინეს.

მიუნხენის თავდამსხმელი 18 წლის სტუდენტი იყო, რომელიც ამავე ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. პოლიციის ცნობით, მას არანაირი კავშირი არ ქონდა ლტოლვილებთან.

თავდამსხმელს გლოკის სისტემის პისტოლეტი და 300 ტყვია ჰქონდა. გვამის გაკვეთამ დაადასტურა, რომ მან თავი მოიკლა და პოლიციელთა მიერ ნასროლი ტყვიით არ გარდაცვლილა.

თავდასხმა მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში, პარასკევს საღამოს მოხდა. 9 გარდაცვლილი ადამიანიდან 7 თინეიჯერი იყო. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აღწევს, მათ შორის არიან ბავშვებიც.

 

კომენტარები