რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს – სამშობლოში 160 უკრაინელი დაბრუნდა

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის ფარგლებში რუსეთიდან სამშობლოში უკრაინის 160 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებიც ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებენ.

ზელენსკის თქმით, დაბრუნებული ტყვეები მარიუპოლის, "აზოვსტალის", დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჩერნიჰოვისა და სუმის მიმართულებით მსახურობდნენ.

დაბრუნებულ ტყვეებს შორის ყველაზე უმცროსი 26 წლისაა, ყველაზე უფროის კი - 66 წლისა. 

"ვაგრძელებთ რუსული ტყვეობიდან უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს ტყვეობიდან 160 ადამიანი გათავისუფლდა. ყველა მათგანი ტყვეობაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან იმყოფებოდა. 

დღეს გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ტრანსპორტის სახელმწიფო სპეციალური სამსახურის სამხედროები და მესაზღვრეები. ისინი უკრაინას მარიუპოლისა და "აზოვსტალის, დონეცკის, ლუჰანსკის,, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჩერნიჰოვისა და სუმის მიმართულებით იცავდნენ". - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის არსებობის განმავლობაში უკრაინაში სამხედრო ტყვეობიდან 9606 ადამიანი დაბრუნდა. 

კომენტარები