სროლა მიუნხენში

მიუნხენის პოლიცია: დანაშაულის მოტივი სრულიად უცნობია

Imago / Barcroft Images

პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა, შეიარაღებულმა პირმა კი თავი მოიკლა. ეჭვმიტანილი 18 წლის გერმანელ-ირანელი იყო. ქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, დანაშაულის მოტივი "სრულიად უცნობია". დამნაშავის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში იპოვეს.

სროლის შედეგად დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 3 კრიტიკულად.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელის რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ იკვეთება და ის არც აქამდე ყოფილა ცნობილი სამართალდამცველი ორგანოებისთვის.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სროლაში 3 პირი იყო ჩართული, თუმცა, მოგვიანებით, დანარჩენი ორის მონაწილეობა არ დადასტურდა.

ამ დროისთვის, ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში აღდგენილია. მანამდე, ათასობით ადამიანს სხვადასხვა ადგილას ჰქონდა თავი შეფარებული.


ფოტო: Getty

 

გერმანიის კანცლერი დღეს უსაფრთხოების სხდომას მართავს.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურსბურგთან ახლოს 17 წლის მიგრანტმა მატარებელში ნაჯახით მგზავრები დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები