საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და გერმანელ ერს სოლიდარობას უცხადებს.
"ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელები მიმალვაში არიან.





